ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს
ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს

ნინოწმინდაში სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევა 04:00 საათზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კლუბში ნიღბიანი მამაკაცი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა.

ადგილობრივებისვე ინფორმაცით, კლუბიდან წაღებულია 5000 ლარი.

შსს–ს აცხადებენ, რომ დამნაშავის დაკავების მიზნით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.