ნინო ზამბახიძე - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მივიღეთ პირობა, რომ დაითვლიან, როგორ შეიძლება საშემოსავლო, ქონების გადასახადის გადავადება, როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება კომუნიკაცია​
ნინო ზამბახიძე - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მივიღეთ პირობა, რომ დაითვლიან, როგორ შეიძლება საშემოსავლო, ქონების გადასახადის გადავადება, როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება კომუნიკაცია​

კოვიდი და პანდემია ყველაზე უფრო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს დაეტყო და ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესი, – ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც არის საშეღავათო და ქონების გადასახადის გადავადება.

„ძირითად შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ, რადგან დღეს ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში და არ არის იმდენი შემოსავალი, მოვითხოვეთ გადავადება. პირველი კომენტარი რაც იყო პრემიერისგან, იყო ის, რომ დაგვეცვა ყველა უსაფრთხოების ნორმები, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ შორის ტურისტებისთვის. ჩვენ ის გამოწვევები, რაც გვქონდა დავაყენეთ და მივიღეთ პირობა, რომ სამუშაო რეჟიმში შევალთ, დაითვლიან როგორ შეიძლება საშემოსავლოსა და ქონების გადასახადის გადავადება, როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება კომუნიკაცია“, – განაცხადა ზამბახიძემ.