ნინო ზამბახიძე - აი, რუსული ხელწერა როგორია, სამი წელი უარი იყო, დღეს მისცეს თანხმობა, მზად ვართ, საქართველოდან მივიღოთ პროდუქციაო, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ვხვდებით, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს
ნინო ზამბახიძე - აი, რუსული ხელწერა როგორია, სამი წელი უარი იყო, დღეს მისცეს თანხმობა, მზად ვართ, საქართველოდან მივიღოთ პროდუქციაო, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ვხვდებით, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს

აი, რუსული ხელწერა როგორია: სამი წელია, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ კომპანიებს ცხოველური საკვების ექსპორტის საშუალება მიეცეთ, სამი წელი უარი იყო, დღეს მისცეს თანხმობა და დაწერეს, რომ აგერ მზად ვართ, საქართველოდან მივიღოთ პროდუქციაო, – ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სიფრთხილეა საჭირო.

„რაც ასოციაციის ხელმძღვანელი ვარ, მხოლოდ იმას ვლობირებ, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ვიცით რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან! შეგახსენებთ, რომ ჩემდა სამწუხაროდ, რუსეთის ბაზარზე ვართ 70%-ით დამოკიდებული!

აი, რუსული ხელწერა როგორია: სამი წელია, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ კომპანიებს ცხოველური საკვების ექსპორტის საშუალება მიეცეთ. სამი წელი უარი იყო, დღეს მისცეს თანხმობა და დაწერეს, რომ აგერ მზად ვართ, საქართველოდან მივიღოთ პროდუქციაო. ნუ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ქართული კომპანიები თავს შეიკავებენ რუსეთში ექსპორტისგან ახლა!

ასევე, ამდენი ხანია, ფრენები არ გვაქვს რუსეთთან და ახლა დაწერეს, რომ ფრენებს აღვადგენთო! ჰოდა, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ვხვდებით! ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველას!“, – წერს ნინო ზამბახიძე „ფეისბუქზე“.

დატოვე კომენტარი