ნინო წილოსანის განცხადებით, აქციაზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის მდინარაძეზე თავდასხმასთან დაკავშირება სპეკულაციაა
ნინო წილოსანის განცხადებით, აქციაზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის მდინარაძეზე თავდასხმასთან დაკავშირება სპეკულაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, აქციაზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის მდინარაძეზე თავდასხმასთან დაკავშირება სპეკულაციაა.

წილოსანის თქმით, ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება ამორალურია.

„ამ ფაქტის მის უმსგავსო და კრიმინალურ საქციელთან დაკავშირება მხოლოდ სპეკულაციაა. მამუკა მდინარაძის მხრიდან მკაფიოდ ითქვა, რომ ამ კონკრეტულ უმსგავსობას, ალეკო ელისაშვილის მასზე თავდასხმას საპასუხო რეაქცია არ ექნება. ეს არ იქნებოდა არც ეთიკური და არც პოლიტიკურად გამართლებული. ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება ამორალურია. სამწუხაროა, რომ იგივე ადამიანები, რომლებიც ამ თემებით აპელირებენ, სხვა შემთხვევაში ძალადობას ახალისებენ, რასაც მივყავართ ისეთ უმართავ პროცესებთან, რაც აქციებზე ვითარდება ხოლმე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სცემეს. ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყეს და ელისაშვილი უწყებაში გამოსაკითხად არის დაბარებული.