ნინო წილოსანი - ზელენსკის მიერ დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს და იმ დატვირთვას ვერ შეასრულებს, რის გამოც გამოაცხადეს
ზელენსკის მიერ დასანქცირებულთა სია იმდენად გაუგებარი და აბსურდულია, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს და იმ დატვირთვას ვერ შეასრულებს, რის გამოც გამოაცხადეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ალბათ საზოგადოება მიეჩვია, როგორ მოქმედებს აქაური აგენტურა თავისი გარე პატრონების დახმარებით, რომელთაც სურთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და აქციების მუხტი რაღაცით გააძლიერონ. როგორც ჩანს, ეს ხალხი გარე პატრონებისგან გარკვეულ დახმარებას ითხოვდნენ, რომელთაც ამ მცირე საჩუქრით – ზელენსკის მიერ გამოცხადებული საკმაოდ გაუგებარი სანქციებით სცადეს მათი დაკმაყოფილება. სია იმდენად გაუგებარი და აბსურდულია, ალბათ ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ პირად პოლიტიკურ ინტერესს აკმაყოფილებს და ეხმიანება, და იმ დატვირთვას ვერ შეასრულებს, რის გამოც გამოაცხადეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.