ნინო წილოსანი – ვინმეს თუ აქვს სურვილი, უმაღლესი განათლება მიიღოს, ამის საშუალება უნდა მიეცეთ, ქვეყნის ძალა განათლებული ახალგაზრდობაა

14:05, 31.08.2026

განათლება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტულია, განათლების მიმართულებით დიდი რეფორმა მიმდინარეობს. შესაძლოა, რეფორმას არ უკავშირდებოდეს ის, რომ 1 800-მდე აბიტურიენტმა თავისი პრიორიტეტები ისე განსაზღვრა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხდა, მაგრამ მათ აუცილებელი ბარიერი გადალახეს და ეს ფაქტორი პრემიერის მხრიდან სათანადოდ იყო დანახული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ძალა განათლებული ახალგაზრდობაა.

„პრემიერის გადაწყვეტილებით, ამ აბიტურიენტებს საშუალება ექნება, მიმართვა ხელახლა შეიტანონ იმ სპეციალობებზე, სადაც ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილები. იმის გამო, რომ მათ მინიმალური ზღვარი გადალახული აქვთ და მათი განათლების დონე აკმაყოფილებს იმას, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ, მათ საშუალება ექნებათ, რომ არჩევანი ხელახლა გააკეთონ. ქვეყნის ძალა განათლებული ახალგაზრდობაა. ამიტომ, თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, მას ამის საშუალება უნდა მიეცეთ“, – განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი