ნინო წილოსანი – თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, ეს არის ინიციატივა, რომელსაც უარყოფითი მხარეები არ აქვს
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ეს არის ინიციატივა, რომელსაც უარყოფითი მხარეები არ აქვს და ალბათ ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული თავად სტუდენტები იქნებიან.
„ამ გაერთიანების შედეგად ტექნიკური უნივერსიტი საკუთარ თავს არ დაკარგავს. ტექნიკური მიმართულება იქნება თსუ-ს ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი და, რა თქმა უნდა, ყველა ის კარგი ტრადიცია, რომელიც ამ უნივერსიტეტს ჰქონდა ასწლეულის მანძილზე, სრულად გადმოღებული იქნება“, – აღნიშნა წილოსანმა.