ნინო წილოსანი - სიების ჩახსნა, მანდატებზე უარი ნანახი გვაქვს, ოპოზიცია ამ სანახაობით საკუთარ ამომრჩეველს ართობს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს არ ადარდებს, რას მოიმოქმედებს რადიკალური დაჯგუფება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიცია 2020 წლის სცენარას იმეორებს.
წილოსანის თქმით, სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციის მხრიდან უკვე ნანახი აქვთ და ოპოზიცია ამ სანახაობით მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ართობს.
„„ქართული ოცნების“ ამომრჩეველს არ ადარდებს, რადიკალური დაჯგუფება რას მოიმოქმედებს. რადიკალების ჯგუფი 2020 წლის სცენარს იმეორებს. იმდენად უინტელექტოები არიან, რომ ახლის მოგონებაც არ შეუძლიათ. ნანახი გვაქვს სიების ჩახსნაც და მანდატებზე უარის თქმაც. ერთმანეთს ელოდებიან. მოგებული ის დარჩება, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის. ამას კარგად აცნობიერებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.