ნინო წილოსანი – როგორც ჩანს, ადენაუერის ფონდი ისეთ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც არ უნდათ, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველოს სახელმწიფომ გაიგოს 

10:41, 02.10.2026

როგორც ჩანს, ადენაუერის ფონდი ისეთ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც არ უნდათ, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველოს სახელმწიფომ გაიგოს, რადგან პრინციპი, რა შემთხვევაშიც შეეძლო მას საქმიანობა განეხორციელებინა, ინფორმაციის მიწოდება იყო, მათ შორის იმ თანხების და შინაარსის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც იღებდა დაფინანსებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთი სოლიდური ფონდი აცხადებს, რომ არ უნდა ქართველ ხალხს გაუმხილოს, რა საქმიანობას ეწეოდა.

„ეს ყველაზე კარგი ტესტია, თუ რა საქმიანობას ეწეოდა ადენაუერის ფონდი, რადგან ახლა მას არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვს. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, როგორც ჩანს, ადენაუერის ფონდი ისეთ საქმიანობას ეწეოდა, რომელიც არ უნდათ, ქართველმა ხალხმა და საქართველოს სახელმწიფომ გაიგოს, რადგან პრინციპი, რა შემთხვევაშიც შეეძლო მას საქმიანობა განეხორციელებინა, ინფორმაციის მიწოდება იყო, მათ შორის იმ თანხების და შინაარსის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც იღებდა დაფინანსებას. სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთი სოლიდური ფონდი აცხადებს, რომ არ უნდა ქართველ ხალხს გაუმხილოს, რა საქმიანობას ეწეოდა და მით უმეტეს, მომავალში რა საქმიანობა უნდა, რომ აწარმოოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კონრად ადენაუერის ფონდმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითვითაც, 30 სექტემბრიდან თბილისში ოფისი დახურა.

მსგავსი