ნინო წილოსანი - ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ
ნინო წილოსანი - ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ

ეს ოპოზიცია დარჩება ქუჩაში ლოზუნგების გასახმოვანებლად მაშინ, როცა ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განუცხადა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკურ ბოიკოტს და საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს იმ ნდობაზე უარის თქმას, რაც მოსახლეობამ მათ გამოუცხადა.

„დამამშვიდებელი განცხადება გააკეთეს, რომ თურმე, პარლამენტში შემოსვლის საშუალებას მოგვცემენ, თუმცა მათ ვეტყვი, რომ ნორმალურ ქვეყნებში დეპუტატები პარლამენტში შესვლას შეძლებენ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად და სახელმწიფო თავის ადგილზე იქნება”, – განაცხადა წილოსანმა.

საშემოდგომო სესიიდან საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება.