ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ქართველ ერზე არა მხოლოდ 7 ნოემბერს, არამედ ყოველ დღე ძალადობდა
ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ქართველ ერზე არა მხოლოდ 7 ნოემბერს, არამედ ყოველ დღე ძალადობდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ქართველ ერზე არა მხოლოდ 7 ნოემბერს, არამედ ყოველ დღე ძალადობდა.

ნინო წილოსანმა 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღეა.

„მძიმე დღეა მიუხედავად იმისა, ვიდექით, თუ არა რუსთაველზე, რიყეზე და ვიყავით თუ არა „იმედში“. ყველა დაგვარბიეს, გვეძალადეს, დაგვიჭირეს და გვცემეს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კომიტეტის სხდომას ესწრება ადამიანი, რომლის პოლიტიკურ წიაღში ძალადობა მოიხარშა და რომელი ძალაც მთელ ერს არა მხოლოდ 7 ნოემბერს, არამედ ყოველ დღე გვეძალადებოდა. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების გზაგასაყარზე ვდგავართ – ვაგრძელებთ გზას, რომელიც მთელმა ერმა დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვით მოვიპოვეთ, თუ ვბრუნდებით უკან, საიდანაც გამოსავალი არასოდეს იქნება, რადგან ადამიანები, რომლებიც ასეთი სისასტიკით გვექცეოდნენ, ამ სისასტიკით იბადებიან და არ იცვლებიან“, – მიმართა წილოსანმა რომან გოცირიძეს, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა.