ნინო წილოსანი - მინდა, სააკაშვილი გავაფრთხილო, რეზოლუციებში ფულის გადახდებმა არ გააბრაზოს ქართველი ხალხი და არ მოითხოვონ, იგი ფუფუნებიდან პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანონ
მინდა, სააკაშვილი გავაფრთხილო, რეზოლუციებში ფულის გადახდებმა არ გააბრაზოს ქართველი ხალხი და არ მოითხოვონ, იგი ფუფუნებიდან იქ გადაიყვანონ, სადაც მისი რეალური ადგილია, პენიტენციურ სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის ხსენება მინიშნებაა, რომ დამკვეთი მისი ლობისტური ჯგუფია.
„ეს არ არის პირველი რეზოლუცია, რომელიც სანქციების თაობაზე გვინახავს. სანქციების მოთხოვნა არალეგიტიმური, უსაფუძვლო და უსამართლოა. უსამართლო მოთხოვნის ავტორი ერთი იქნება თუ სხვები დაემატებიან, ეს არ ცვლის მოცემულობას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნიშანდობლივია, რომ ისევ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, რაც მიგვანიშნებს, თუ ვინ იხდის ამ რეზოლუციებში ფულს. რეზოლუციებში სააკაშვილი ფიგურირებს და, როგორც ჩანს, რეზოლუციების დამკვეთი ის და მისი ლობისტური ჯგუფია. ამავე დროს, მინდა, მიხეილ სააკაშვილი გავაფრთხილო, რომ რეზოლუციებში ფულის ხდამ არ გააბრაზოს ქართველი ხალხი და შემთხვევით არ მოითხოვონ, რომ მიხეილ სააკაშვილი ფუფუნებიდან იქ გადაიყვანონ, სადაც მისი რეალური ადგილია – პენიტენციურ სისტემაში. სამწუხაროდ, სააკაშვილი საუკეთესო პირობებშია, ის არ იმსახურებს, რომ ვინმესგან გამორჩეული იყოს. ვემხრობი, რომ ის პენიტენციურ სისტემაში იყოს გადაყვანილი“, – აღნიშნა წილოსანმა.