ნინო წილოსანი – მიხეილ ყაველაშვილთან ასოცირდება მავნებლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მას სამშობლოსთვის არასდროს უღალატია

13:00, 28.11.2024

მიხეილ ყაველაშვილთან ასოცირდება ამ ქვეყნისთვის და მავნებლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მას სამშობლოსთვის არასდროს უღალატია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილს ყველას მხარდაჭერა აქვს.

„მიხეილ ყაველაშვილს ყველას მხარდაჭერა აქვს. მიხეილ ყაველაშვილთან ასოცირდება მავნებლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც პრინციპებისა და სამშობლოსთვის არასოდეს უღალატია“, – აღნიშნა წილოსანმა.

მსგავსი