ნინო წილოსანი - მაია ცქიტიშვილი ძალიან კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს
ნინო წილოსანი - მაია ცქიტიშვილი ძალიან კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მაია ცქიტიშვილი ძალიან კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა საკმაოდ სწორად ხდება.

„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მაია ცქიტიშვილი ძალიან კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს და სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხდება სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.