ნინო წილოსანი - კეთილმოწყობილი პარკები ქალაქს ჯანსაღ იერსახეს დაუბრუნებს
ნინო წილოსანი - კეთილმოწყობილი პარკები ქალაქს ჯანსაღ იერსახეს დაუბრუნებს

ვერისა და ვაკის პარკისთვის კი ისტორიული პროექტი იწყება, რადგან ამ სკვერების დაარსების დღიდან მათი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქალაქო პარკების რეაბილიტაცია და სკვერების კეთილმოწყობა ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის პროცესში.

„თბილისში რაც შეიძლება ბევრი ადგილი უნდა იყოს, სადაც როგორც თბილისელები, ისე ჩვენი სტუმრები განიტვირთებიან და სასიამოვნოდ დაისვენებენ.

ვერისა და ვაკის პარკისთვის კი ისტორიული პროექტი იწყება, რადგან ამ სკვერების დაარსების დღიდან მათი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

ჩვენ ისინი არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უფრო გალამაზებული უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.