ნინო წილოსანი – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ყოფილ თანაგუნდელებში კეთილგანწყობას არ ქმნის, ალბათ არც მომხრეების ნაწილში, რომლებიც მას ენდობოდნენ

14:28, 08.09.2026

ჩვენთვის სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტია, რომ ყოფილ თანგუნდელზე ასეთ რამეს ვიგებთ, ამიტომ გამიჭირდება, ვთქვა, რომელი მხარეა ზურგში დანის ჩამრტყმელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ყოფილ თანაგუნდელებში კეთილგანწყობას არ აღძრავს.

„ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, რისთვისაც სასჯელს იხდის. საუბარია დაუსაბუთებელ თანხებზე, ბრალდება თავად აღიარა. ამის ფონზე, ეს განცხადებები არ ქმნის მის მიმართ კეთილგანწყობას, ყოველ შემთხვევაში, მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან. ალბათ მომხრეების დიდი ნაწილის მხრიდანაც, რომელთაც მის მიმართ დიდი ნდობა ჰქონდათ”, – განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი