ნინო წილოსანი - განცხადებებს იქიდან გააკეთებენ, თუ აქ ჩამოვლენ, ქართველი ხალხის აზრს ვერ შეცვლიან, ყველა ევროპარლამენტარს ვთხოვდი, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ
ევროპარლამენტარები განცხადებებს იქიდან გააკეთებენ თუ აქ ჩამოვლენ, ქართველი ხალხის აზრს ვერ შეცვლიან. ყველას ვთხოვდი, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები, დიდი ხანია, გაშიფრულები არიან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც და ყველა უსამართლო რეზოლუციის მიღების პროცესში მონაწილეობდნენ.
„საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები, დიდი ხანია, გაშიფრულები არიან, ვის წარმოადგენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც და ყველა უსამართლო რეზოლუციის მიღების პროცესში მონაწილეობდნენ. გუშინდელმა დღემაც დაგვანახა, რომ აქციაზე ევროპარლამენტარების გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო ხალხის სიმცირის გამო და ეს პროცესი წარუმატებლობით დასრულდა. განცხადებებს იქიდან გააკეთებენ თუ აქ ჩამოვლენ, ქართველი ხალხის აზრს ვერ შეცვლიან, ყველა ევროპარლამენტარს ვთხოვდი, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.