ნინო წილოსანი - ევროკავშირის სახელმწიფოებში საკუთარი ხელისუფლებებით უკმაყოფილება, დიდი ხანია, არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ფარგლებში რაღაც ახალი კამპანია მიმდინარეობს
ალბათ არ არის გასაკვირი, ევროპელი ხალხის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ისინი უკმაყოფილო არიან საკუთარი ქვეყნების განვითარებით და იმ ხელისუფლებებით, რომლებიც უკრაინაში ომის წასახალისებლად მილიონობით დოლარს ხარჯავენ, მიგრაცია უკონტროლოა და ევროპა ეკონომიკურ უპირატესობას კარგავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანმა კომენტარი გააკეთა კომპანია FGS Global-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს.
წილოსანის თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოებში საკუთარი ხელისუფლებებით უკმაყოფილება, დიდი ხანია, არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ფარგლებში რაღაც ახალი კამპანია მიმდინარეობს.
„ვიცით, რამდენი პროცენტით კლებაა მიმდინარე პერიოდში. ამ ყველაფერს როცა ადევნებ თვალყურს, წარმოუდგენელია, ეს უკმაყოფილება არ გქონდეს, თუმცა საინტერესოა, „პოლიტიკომ“ და სხვადასხვა პლატფორმამ რატომ დაიწყეს ამ ყველაფრის აფიშირება. ევროკავშირის სახელმწიფოებში საკუთარი ხელისუფლებებით უკმაყოფილება, დიდი ხანია, არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ფარგლებში რაღაც ახალი კამპანია მიმდინარეობს. ვნახოთ, ამ ქვეყნის ლიდერებს რა რეაგირება ექნებათ, რომელთაც თქვეს, რომ საკუთარი ხელისუფლებებით უკმაყოფილოები არიან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.