ნინო წილოსანი - ევროკავშირის მხრიდან მზაობა თუ არსებობს, შეუძლიათ, მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტი დადონ, რასაც პრემიერი მომენტალურად მოაწერს ხელს, ამით დასრულდება შანტაჟი
ევროკავშირის მხრიდან მზაობა თუ არსებობს, შეუძლიათ, მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტი დადონ, რასაც პრემიერი მომენტალურად მოაწერს ხელს, ამით დასრულდება შანტაჟი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, „ამით დასრულდება შანტაჟი და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდება საქართველოს მთავრობის განუხრელი კურსი ევროკავშირისკენ“.
„ევროპის სახელით ვინც გამოდის და იმას აპროტესტებს, რაც ბუნებაში არ არსებობს, ეს ევროპისთვის კარგი დასანახია. მათი მხრიდან მზაობა თუ არის საქართველოსთან დაკავშირებით, შეუძლიათ, გადაწყვეტილება მიიღონ და მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტი დადონ, რასაც პრემიერ-მინისტრი მომენტალურად მოაწერს ხელს. ამით კი თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები დასრულდება. რაც მთავარია, დასრულდება შანტაჟი და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდება ევროკავშირისკენ ჩვენი განუხრელი კურსი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.