ნინო წილოსანი - ბუტა რობაქიძის საქმე იქნება თუ სხვა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ფაქტებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უნდა დაიკითხოს
ნინო წილოსანი - ბუტა რობაქიძის საქმე იქნება თუ სხვა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ფაქტებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უნდა დაიკითხოს

ბუტა რობაქიძის საქმე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ტრაგიკული შემთხვევა, სიმართლე ბოლომდე უნდა გაირკვეს და სამართალი უნდა აღდგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

„ბუტა რობაქიძის შემთხვევა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ტრაგიკული შემთხვევა, სიმართლე და სამართალი ბოლომდე უნდა აღდგეს და გაირკვეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ფაქტებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს დაკითხული და სასამართლო პროცესში ჩართული.

აქ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ნიშნებს ნამდვილად ვერ ვხედავთ, რადგან საზოგადოებამ ვიცით და ველით ბუტა რობაქიძის საქმეზე სამართლის აღდგენას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

დატოვე კომენტარი