ნინო წილოსანი - აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მცდელობაა, დონალდ ტრამპის მოსვლამდე გარკვეული დაძაბული ვითარება შენარჩუნდეს, ამ ურთიერთობების დასტაბილურების იმედი გვაქვს
ნინო წილოსანი - აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მცდელობაა, დონალდ ტრამპის მოსვლამდე გარკვეული დაძაბული ვითარება შენარჩუნდეს, ამ ურთიერთობების დასტაბილურების იმედი გვაქვს

აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მცდელობაა, რომ დონალდ ტრამპის მოსვლამდე გარკვეული დაძაბული ვითარება შენარჩუნდეს, ამ ურთიერთობების დასტაბილურების იმედი გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები პატარა საჩუქარი იყო ქვეყნის შიდა აგენტურისთვის.

„ჩვენი შიდა აგენტურა სანქციებს ითხოვდა და მათ პატარა საჩუქარი უკრაინიდან წამოსული სანქციების სახით გადმოუგდეს. უფრო სერიოზული სახელმწიფოებისგან ყველა სხვა განცხადება არ უნდა განიხილებოდეს ლოგიკურად, რადგან ამ სანქციებს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმური დასაბუთება და არგუმენტები, რატომ შეიძლება, დემოკრატიულმა სახელმწიფომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ სანქცია განახორციელოს. ამისთვის უკრაინა გამოიყენეს, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. ვფიქრობ, ამერიკის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მცდელობაა იმის, რომ დონალდ ტრამპის მოსვლამდე გარკვეული დაძაბული ვითარება შეინარჩუნონ. ამ ურთიერთობების დასტაბილურების იმედი გვაქვს. ჩვენი კურსი დასავლურია და გვინდა, კარგი ურთიერთობები გავაგრძელოთ. ვამბობთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გახსნან და ხელს მოვაწერთ. განაახლონ, დაიწყონ, აღადგინონ პარტნიორული ურთიერთობები, შანტაჟის ენით ნუ გველაპარაკებიან“, – აღნიშნა წილოსანმა.