ნინო წილოსანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თანამშრომელთა დელეგაციას შეხვდა
ნინო წილოსანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თანამშრომელთა დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თანამშრომელთა დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„იმ პირობებეში, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ბევრი დეზინფორმაცია მიეწოდება, რა თქმა უნდა, ეს იყო კარგი შესაძლებლობა, მათთან სხვადასხვა საკითხი განგვეხილა. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრეთ. იმედია, ჩვენი მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია მათთვის საჭირო და აუცილებელი იყო და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში იქნება გათვალისწინებული. შევთანხმდით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა და ვიზიტები აუცილებელია. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ქართული მხარის აშშ-ში ვიზიტი შედგება და კონგრესმენებსა და სენატორებთან საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობის, ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.