ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მისი გუშინდელი განცხადება მექანიკური შეცდომა იყო
ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მისი გუშინდელი განცხადება მექანიკური შეცდომა იყო

თითოეული ჩვენგანის ფასილიტაციით, სოფელ ბუკნარში გუშინ პროცესი მშვიდობიანად დასრულდა, ყველა დანარჩენი მექანიკური შეცდომა თუ დეტალი უმნიშვნელოა ამ ყველაფერთან ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან „მუსლიმები“ და „ქართველები“ სხვადასხვა ჯგუფებად მოიხსენია.

„არ მახსენდება, მართალი რომ გითხრათ მსგავსი განცხადება, რადგან სრულებით სხვა ფორმულირება მქონდა ყველა ჩემს განცხადებაში. ალბათ, მექანიკური შეცდომაა, თუმცა ვფიქრობ, უფრო შინაარსობრივ ნაწილზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან ჟურნალისტიკა მგონია, რომ შინაარსობრივ ნაწილს უფრო უკავშირდება.

გუშინ პოზიტიური და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ის იყო, რომ თითოეული ჩვენგანის ფასილიტაციით ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდა. სოფელი და რაც მთავარია, ყველა ჩართული პირი ძალიან მეგობრულად დაშორდა ერთმანეთს და გააგრძელა თანაცხოვრება. ეს არის ძირითადი პოზიტივი და ყველა დანარჩენი მექანიკური შეცდომა იქნება თუ დეტალი არის უმნიშვნელოა ამ ყველაფერთან ერთად“, – განაცხადა წილოსანმა.