ნინო წილოსანი აცხადებს, რომ კა-2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვით შეწყდება სამშენებლო თვითნებობა
ნინო წილოსანი აცხადებს, რომ კა-2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვით შეწყდება სამშენებლო თვითნებობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში სამშენებლო კოეფიციენტის მატება აღიკვეთება და კა-2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა და ამოქმედდება.

,,ეს რეალურად ქმედითი პირობაა იმისათვის, რომ მომავალში აღარ აღმოცენდეს ქალაქის ვიზუალის და ურბანული განვითარების ყველანაირი პრინციპის დამანგრეველი შენობები და ერთხელ და სამუდამოდ, კანონის ძალით შეწყდეს სამშენებლო თვითნებობა, რომელიც 2005 წლიდან აქტიურად მიმდინარეობდა კა-2 კოეფიციენტით ვაჭრობით სამშენებლო სფეროში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.