ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროში კონსტრუქციულად ვიმსჯელეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და გამოცდილება პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით
ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროში კონსტრუქციულად ვიმსჯელეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები და გამოცდილება პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროში იყო ექიმების შეხვედრა, სადაც ძალიან კონსტრუქციულად ვიმსჯელეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და ჩვენი გამოცდილება, – ამის შესახებ ექიმმა, ჰემატოლოგმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნინო შარაშენიძემ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შედგა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დღეს შევა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და გამოიტანს ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილება, მოისმინეს ჩვენი გამოცდილება, რაც გვქონდა ამ პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. შედგა ახალი ჯგუფი, რომელიც დღეს საღამოს შევა, კიდევ გამოიტანს ინფორმაციას.

ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რა პერსპექტივა გვაქვს პაციენტის მართვის, სად უნდა გაგრძელდეს მისი მართვა. უფრო კონსტრუქციული პასუხი შეგვიძლია, მოგაწოდოთ ალბათ ხვალ, როდესაც გვექნება ჩვენ დღევანდელი ექსპერტების ჯგუფის დასკვნა, რომელშიც ალბათ ხვალ დილისთვის უკვე შესაბამის უწყებებს გავიზიარებთ.

იყო მხოლოდ და მხოლოდ ექიმების შეხვედრა, სადაც ძალიან კონსტრუქციულად ვიმსჯელეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და ჩვენი გამოცდილება.

ყველა ექიმი, ყველა ინსტანციის, ყველა კონსილიუმის მონაწილე შეთანხმდა იმაზე, რომ პაციენტი უნდა იყოს მართული მისთვის შესატყვის გარემოში, იმ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სერვისის აღმოჩენა“,- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.