ნინო სალუქვაძემ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში გამოსვლა 38-ე ადგილზე დაასრულა
კორეის ქალაქ ჩანგვონში დაწყებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ნინო სალუქვაძემ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში გამოსვლა 38-ე ადგილზე დაასრულა.
შეჯიბრი კორეაში გუშინ დაიწყო და მსროლელებმა შესარჩევი ეტაპის ნახევარი ჩაატარეს, რომელიც სალუქვაძემ 286 ქულით დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპი დღეს დასრულდა და ჩვენებურმა ამჯერად 288 ქულა მოინადავლა, ჯამში კი 574 დააგროვა.
ფინალური სერიის გამარჯვებული უტიტულო ავსტრიელი ელენა გალიბოვიჩი გახდა. მან თასი გადასროლაში მოიპოვა, რადგან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა, იუმეი ლინმაც 34 ქულა დააგროვა, გადასროლაში კი ავსტრიელმა იმარჯვა. ლინი ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი კიდევ ერთმა ჩინელმა იუში იაომ მოიპოვა.
სპორტული დისციპლინა ვაჟებში უკვე გაუქმდა. ხვალ ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გამოვლენ.