ნინო სალუქვაძემ პირველივე შეჯიბრზე მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. ეს შედეგი ჩვენი გუნდის ლიდერმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, დღეს პეკინში დაწყებულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე დააფიქსირა, სადაც 578 ქულით ფინალშიც გადავიდა.
გადამწყვეტ რაუნდში 148.0 ქულით საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა და საგზურიც მიიღო, რადგან მის წინ მყოფ მსროლელებს, ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ანა კორაკაკისს, ოლიმპიადის რუს ვიცეჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას და უნგრელ ვერონიკა მაიორის უკვე ჰქონდათ საგზურები. კიდევ ერთი ლიცენზია კი კორეელმა მინჯუნ კიმმა მოიპოვა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც პეკინში 154.0 ქულით.
ქალთა ტურნირში ჩვენი მეორე მონაწილე, ლიზი კილაძე, 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა.