ნინო ქათამაძე ამერიკულ ტურნეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს უძღვნის [ვიდეო]

ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight-ი ამერიკულ ტურნეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს უძღვნიან.

25 მაისს კონცერტი ფილადელფიაში გაიმართა. 26 მაისს კი მუსიკოსები მსმენელის წინაშე ნიუ იორკში წარდგნენ. მუსიკოსებმა ცნობილი ჰიტები და ახალი კომპოზიციები შეასრულეს.

ამერიკული ტურნეს ფარგლებში სულ ხუთი კონცერტი გაიმართება.

დღეს კი ნინო ქათამაძე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ისტორიულ როკკლუბში The Bitter End, სადაც მსმენელებს საშუალება აქვთ, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მუსიკოსებს. ამ კლუბში სხვადასხვა დროს მღეროდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ლედი გაგა, ლარისა დელ რეი, ჯიმი ჰენდრიქსი, მადონა და სხვა.