ნინო ქადაგიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, იმედი მაქვს, პარლამენტი ზეწოლას გაუძლებს
ნინო ქადაგიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, იმედი მაქვს, პარლამენტი ზეწოლას გაუძლებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

მისი განცხადებით, ის ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა შეჩერდეს პროცესი. ქადაგიძემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ზეწოლას გაუძლებს.

„უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით რეფორმა განხორციელებულია, ეს ცვლილებები კანონმდებლობაში აისახა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროცესი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. რაც არ უნდა მოვინდომოთ, სხვა ცვლილებებს ვეღარ შევიტანთ. იმ პირობებში, თუ პროცესი ჩაიშლება, ანალოგიური პროცედურის დაცვით განხორციელდება. ამიტომ მე ვერ ვხედავ მიზანს ან მიზეზს, რატომ უნდა ჩაიშალოს ეს პროცესი. იმედია, პარლამენტი ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი ამ ზეწოლას გაუძლებს“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.