ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს გადაეცა ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ენციანი“ (Golden Gentian).

ფილმის რეჟისორები დაჯილდოების ცერემონიას ონლაინ ფორმატში დაესწრნენ და ფესტივალის სტუმრებს საქართველოდან მიესალმენ.

ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

„გვირაბის“ მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი