ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მინისტრის თქმით, იმყოფებოდა კლინიკა „მედცენტრში“ და პირადად გაეცნო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„ჩვენ ვიმყოფებოდით კლინიკა „მედცენტრში“ და ადგილზე გავეცანით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის ტრავმული შოკის და მძიმე მდგომარეობაში მიყვანილი იყო კლინიკაში წუხელ ღამით. ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა რჩება ისევ მძიმე, თუმცა სტაბილური. სასიცოცხლო პარამეტრები გახლავთ რეგულირებადი. პაციენტს გამოხატული აქვს ტრავმული შოკის გარდა, რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი. ტრავმებიდან რაც შეეხება, გარდა ამისა, აქვს კოჭ-წვივის სახსრის ღია მოტეხილობა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური, მას უტარდება შესაბამისი რეანიმაციული მკურნალობა.

სხვა პირების ტრავმული დაზიანებების შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია. არ იყო მსგავსი ფაქტი და არ იყო მსგავსი მიმართვიანობა. გარდა ორი პაციენტისა, სამედიცინო მომსახურება გაეწია ბავშვს, რომელმაც გუშინვე დატოვა კლინიკა. სხვა დამატებითი დაზარალებული არ გვყოლია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.