ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში გამოკვლეული 200 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში გამოკვლეული 200 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასულ ღამეს გამოკვლეული იყო 200 ანალიზი და ყველა მათგანის პასუხი იყო უარყოფითი.

შესაბამისად, კლინიკა „მედალფაში“ ინფიცირებულთა რაოდენობა უცვლელია. 37 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა რჩება კრიტიკული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა. 550 პირიდან გამოკვლეულია 400-ზე მეტი.

ამასთან, აჭარაში მიმდინარეობს მიზნობრივი ჯგუფების კვლევაც. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტესტი ჩაუტარდა 400 მედიკოსს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.