ნინო ნიჟარაძე - ვაქცინაციისთვის რეგიონი სრულ მზადყოფნაშია
ნინო ნიჟარაძე - ვაქცინაციისთვის რეგიონი სრულ მზადყოფნაშია

ბათუმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან იწყება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორომაციით, რეგიონში იმუშავებს ცხრა ამცრელი პუნქტი, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და სამაცივრე დანადგარებით.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი გადამზადება გაიარა.

„რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, მობილიზებულია ცხრა ამცრელი დაწესებულება, მათ შორის ოთხი არის ბათუმში, ხოლო ხუთი აჭარის მუნიციპალიტეტში. ამცრელი ჯგუფები, რა თქმა უნდა, დაკომპლექტებულია და მათ რამდენიმე ტრენინგი გაიარეს. ასე რომ, ორშაბათიდან ვაქცინაციას ვიწყებთ ბათუმის მასშტაბით, შემდეგ კი პროცესი მუნიციპალიტეტებშიც გადაინაცვლებს“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.