ნინო ნიჟარაძე - ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტები 470-მდე გაიზარდა, მათგან უკვე გამოვიკლიეთ 230 პირი
ნინო ნიჟარაძე - ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტები 470-მდე გაიზარდა, მათგან უკვე გამოვიკლიეთ 230 პირი

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რიცხვი 470-მდე გაიზარდა, მათგან უკვე გამოკვლეულია 230, – ამის შესახებ განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ გააკეთა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მასობრივი თერმოსკრინინგის პროცესი დასასრულს უახლოვდება, თუმცა გამოკვლევის არეალი უკვე გაიზარდა. მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქ ქობულეთსა და სოფელ ოჩხამურში. პროცესში ჩაერთნენ ოჯახის ექიმებიც.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთში ჩატარებული კვლევების შემდეგ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.