ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება
ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით პირველი ივლისიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სერვისებზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსება შეუწყდა ყველა კლინიკას, რომელიც არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, კლინიკების ნაწილმა ეს გამოასწორა.

მისივე თქმით, ფინანსური დანაკარგის ასანაზღაურებლად პერსონალს  კოვიდსასტუმროებში დასაქმებას სთავაზობენ. ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებიდან ყველა ის კლინიკა ჩაიხსნა, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. მათ შეუძლიათ გააგრძელონ გეგმური სამედიცინო მომსახურება, იმ ფინანსური დანაკარგის ასანაზღაურებლად კი, რაც ამ პროცესმა გამოიწვია, ჩვენ ვთავაზობთ პერსონალს კოვიდსასტუმროებში დასაქმებას. მას შემდეგ კი, როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი კოვიდკლინიკიდან ჰიბრიდულ მიმართულებაზე გადავა, ეს პერსონალი აქაც დასაქმდება, ამიტომ, უმუშევრობა არც ერთ მათგანს არ ემუქრება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.