ნინო ნიჟარაძე - აჭარის რეგიონში მოკლევადიან შემაკავებელ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მობილობა უნდა შემცირდეს
ნინო ნიჟარაძე - აჭარის რეგიონში მოკლევადიან შემაკავებელ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მობილობა უნდა შემცირდეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ დატოვონ სახლები და დაიცვან მარტივი რეკომენდაციები.

მისივე თქმით, მოკლევადიანი შემაკავებელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია და მოსახლეობამ ეს მინიმალური შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს.

„ვერ დადგება უნივერსალური შედეგი, თუკი მოსახლეობაც არ მოინდომებს. აქამდე მიმდინარე რეგულაციებმა, ვნახეთ, შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც დაწესდა მინიმალური შეზღუდვები, ეს არის მოკლევადიანი შემაკავებელი ღონისძიებები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მეტი ჯანმრთელი ადამიანი შენარჩუნდეს. მოსახლეობა უნდა დარჩეს სახლში, უნდა შემცირდეს მობილობა აუცილებელი საჭიროების გარდა და ეს პრობლემა მოკლე ვადაში იქნება დასრულებული“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.