აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია.

„სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, კლინიკაში კიდევ გვაქვს 70-მდე თავისუფალი ადგილი, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას 20 საწოლი დაემატა და ინტენსიური თერაპიის კუთხით, შეგვიძლია, ერთდროულად 45 პაციენტს ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება აჭარაში ბოლო 24 საათის სტატისტიკას, გარდაიცვალა ერთი, გამოჯანმრთელდა 194, ხოლო დაინფიცირდა 241 ადამიანი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ახალი პროტოკოლით რეგიონში სულ 1 300-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 100-ს აჭარბებს. მათგან 515 სტაციონარში, 900-მდე კოვიდ-სასტუმროებში, 700-ზე მეტი კი ბინაზე მკურნალობს.