ნინო ნიჟარაძე - აჭარაში მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ამავე რაოდენობით მატებას ველოდებით, შემდეგ კი კლებას
ნინო ნიჟარაძე - აჭარაში მომდევნო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ამავე რაოდენობით მატებას ველოდებით, შემდეგ კი კლებას

აჭარაში ეპიდსიტუაცია არის რთული და მომდევნო დღეებში შემთხვევების ამავე რაოდენობით მატებას ველოდებით, რამდენიმე დღის შემდეგ კი კლებას, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

ამასთან, ნიჟარაძემ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„აჭარაში ეპიდსიტუაცია არის რთული და მომდევნო დღეებში შემთხვევების იმავე რაოდენობით მატებას ველოდებით, რამდენიმე დღის შემდეგ კი კლებას. ამ ყველაფერში მოსახლეობაც უნდა დაგვიდგეს გვერდით და დაიცვას რეკომენდაციები. ამ დროისთვის აჭარაში 600 საწოლია მობილიზებული, ხდება ავადმყოფების დიფერენციაცია, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ამის მიხედვით ნაწილდებიან ისინი კლინიკებსა და სასტუმროებში. მუდმივად ხდება გადაადგილებები კლინიკებიდან სასტუმროებში. ნაწილი პაციენტებისა გამოჯანმრთელდა, ამიტომ არსებული საწოლფონდი სრულიად ადეკვატური რაოდენობაა იმ საჭიროებისთვის, რაც დღეს აჭარაში არსებობს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.