ნინო მჭედლიშვილი - დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა
ნინო მჭედლიშვილი - დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა

კომპანია „ყვარლის ბაგას“ ფინანსური დირექტორი ნინო მჭედლიშვილი ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბიზნესს დადებით შედეგებს მოუტანს.

„ყვარლის ბაგა“ არის რძის მწარმოებელი კომპანია. საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს დააგროვოს საგადასახადო აქტივი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფერმა ჯერ კიდევ იმყოფება საინვესტიციო ფაზაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დღგ-ს დაბრუნება მოხდეს შეუფერხებლად. ამ ეტაპზე დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ მობრუნებული ფინანსების რეინვესტირება“ – განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებსა და ქართულ კომპანიებს მოუწოდებს, დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიურად ჩაერთონ. მისი თქმით, დღგ-ს დაბრუნება მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და კერძო სექტორისთვის დღეის მდგომარეობით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული.