ნინო მაჩაიძე „არენა დი ვერონას“ სცენაზე ბრუნდება

15:17, 20.04.2018

ნინო მაჩაიძე „არენა დი ვერონას“ სცენაზე ბრუნდება. თეატრის ახალი სეზონის ფარგლებში, 4 აგვისტოს ქართველი სოპრანო როსინის ოპერაში „სევილიელი დალაქი“ მთავარ პარტიას შეასრულებს .

მაჩაიძესთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო სამყაროს ვარსკვლავები დმიტრი კორჩაკი, ამბროჯიო მაესტრი, ლეო ნუჩი და ფერუჩიო ფურლანეტო.

სპექტაკლს ცნობილი მაესტრო დანიელ ორენი უდირიჟორებს, რომელიც თბილისის ოპერის თეატრის მოწვეული მუსიკალური დირექტორია.

მსგავსი