ნინო ლომჯარიას პარლამენტში სავარაუდოდ ხვალ მოუსმენენ
ნინო ლომჯარიას პარლამენტში სავარაუდოდ ხვალ მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საპარლამენტო მოსმენა სავარაუდოდ ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტების თავად ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველს პარლამენტმა მანამდე მოუსმინოს, სანამ კენჭს უყრის კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსმენა ფორმალურ ხასიათს მიიღებს და არანაირი შედეგი არ ექნება.

„დღეს, 12:00 საათზე გამოვცხადდი, მთელი დღე სხდომათა დარბაზში ვიჯექი, ველოდი, რომ რაიმე შეცვლილიყო, თუმცა ამ დრომდე გრძელდება და დღეს ფიზიკურად ვერ მოესწრება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.