ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა
ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა

ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველს მოუსმინეს.

ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში გამოსვლისას არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს ვისაუბრე ევროპარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. ორივე შემთხვევაში მკვლელობის ჩამდენი პირები არიან დაუსჯელები. აღვნიშნე, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რადგან ასეთი შემთხვევები დაუსჯელი რჩება. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება და სხვდასხვა მექანიზმების ჩართვა აუცილებელია“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ პირველ არხთან საუბარში.

დღეს ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტარებმა იმსჯელეს ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. პარლამენტარები რეზოლუციას აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ივნისში მიიღებენ.