ნინო ლომჯარია - ზაზა სარალიძე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ 
ნინო ლომჯარია - ზაზა სარალიძე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ 

ზაზა სარალიძე ამ ეტაპზე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა ზაზა სარალიძეს და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მისი ემოციური მდგომარეობა.

„მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვინახულე ის. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა. მე ვმოქმედებ ბატონი ზაზას სურვილის შესაბამისად, ამიტომ განცხადებას, თუ სად იმყოფება იგი, ვერ გავაკეთებ, თუ სურვილი ექნება თავად იტყვის. თუმცა, მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ არის, რა ვითარებაშია. ამ ეტაპზე ის ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.