ნინო ლომჯარია - ყველაფერს გავაკეთებ, რათა ადამიანებმა, რომლებიც სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდნენ, კანონის ფარგლებში აგონ პასუხი
ნინო ლომჯარია - ყველაფერს გავაკეთებ, რათა ადამიანებმა, რომლებიც სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდნენ, კანონის ფარგლებში აგონ პასუხი

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი და მისი მოადგილეების მიმართ მუქარები სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით საჯაროდ სოციალურ ქსელში იყო გაკეთებული.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამ ადამიანების „ფეისბუქპროფილების“ ნახვა ყველას შეუძლია, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კავშირი იმ ჯგუფთან, რომელიც გუშინ ვერის პარკში იყვნენ.

„მათ მიერ გაზიარებული ინფორმაციიდან, თუ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აქვთ ძლიერი აფილაცია ამ ჯგუფებთან. ეს არის ნამდვილად კრიმინალური ტიპის დაჯგუფება, რომელიც ემუქრება ადამიანებს სიცოცხლის მოსპობით და თავისუფლების უკანონო აღკვეთით. ეს პირები, როგორც მე ვიცი, არიან იდენტიფიცირებულები. მე დღეს მოვედი შსს-ში შეხვედრაზე, რომ გავარკვიო დამატებითი დეტალები მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პირი, როგორც ვიცი, იმყოფება საზღვარგარეთ, თუმცა გამოძიების პრეროგატივა არის დაადგინოს მონაწილე პირთა როლი და ა.შ. თუმცა, კანონის ფარგლებში, ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში იქნებიან ეს ადამიანები, თუ საზღვარგარეთ, ამ პირებმა კანონის ფარგლებში აგონ პასუხი კრიმინალურ ქმედებებზე, რასაც ისინი ეწევიან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.