ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მეწარმეთა უფლებების დაცვაც
ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მეწარმეთა უფლებების დაცვაც

მინდა, ის თემები წამოვწიო, რაც საზოგადოებას აწუხებს, რადგან სახალხო დამცველის საქმიანობა უნდა პასუხობდეს საზოგადოების მოლოდინს ადამიანის უფლებებთან მიმართებით  – განაცხადა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ პირველი არხის გადაცემაში “კვირის ინტერვიუ” სტუმრობისას.

„მაგალითად, გაეროს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე ხშირად შრომითი უფლება ირღვევა. მეორე ადგილზეა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სახალხო დამცველმა საზოგადოებაში არსებულ მოლოდინს უნდა უპასუხოს”, – განაცხადა ლომჯარიამ

ნინო ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ დასაქმებულთა უფლებებთან ერთად, სახალხო დამცველმა ბიზნესის ინტერესებიც უნდა დაიცვას.

„არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ დასაქმებულთა უფლებების დაცვისკენ გადაიხრება. ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მეწარმეთა უფლებების დაცვა, რადგან ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია სახელმწიფოსთან ურთიერთობა, სასამართლო დავებში დროული გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. მაქვს განწყობა, რომ მაქსიმალურად ვიმუშაო სახელმწიფო უწყებებთან, რათა მოქალაქეებმა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შედეგები იგრძნონ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე