ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შსს-ში დაიბარეს
ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შსს-ში დაიბარეს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

„მასთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავენ უწყებაში.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ რამდენიმე თვის წინ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.  „მეც მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მუქარა და დაუსრულებელი შეტყობინენები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.