ნინო ლომჯარია - შსს-ს გამოძიების მაქსიმალური შედეგი უნდა იყოს, რომ დადგინდეს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა 
ნინო ლომჯარია - შსს-ს გამოძიების მაქსიმალური შედეგი უნდა იყოს, რომ დადგინდეს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა 

შსს-ს გამოძიების მაქსიმალური შედეგი უნდა იყოს ის, რომ გამოძიებამ დაადგინოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩის საქმეზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო განაჩენმა დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ უზრუნველყო მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მაქსიმალური შედეგი. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ გამოვლინდეს, რატომ ვერ უზრუნველყო გამოძიებამ მონაწილეების გამოვლენა, იყო ეს განზრახვა, დაუდევრობა თუ ასე შემდეგ და წარიმართოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინეს ან არაპროფესიონალიზმის ან განზრახვის მოტივით გამოძიების მიმდინარეობაზე,-განაცხადა ლომჯარიამ.