ნინო ლომჯარია- შენობა, სადაც სახალხო დამცველის აპარატია განთავსებული, ავარიული და საფრთხის შემცველია
ნინო ლომჯარია- შენობა, სადაც სახალხო დამცველის აპარატია განთავსებული, ავარიული და საფრთხის შემცველია

სახალხო დამცველი დეპუტატებს ახალი ოფისის, ან შესაბამისი სახსრების გამოძებნაში შუამდგომლობას სთხოვს.

ნინო ლომჯარიამ ამ თხოვნით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს, 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას მიმართა.

„მინდა გთხოვოთ თითოეულ დეპუტატს, ვისაც ეს საკითხი განსაკუთრებით ეხება- ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს. შესაბამის უწყებებთან, ფინანსთა სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან მაქსიმალურად გაგვიწიოთ შუამდგომლობა, რომ დროულად მოვახერხოთ შესაბამისი სახსრების თუ ოფისის გამოძებნა, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელი იქნება სათანადო მომსახურება გავწიოთ და სათანადოდ შევასრულოთ ის ფუნქციები, რაც გვაკისრია“,-განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, შენობა, სადაც სახალხო დამცველის აპარატია განთავსებული, ავარიულია და საფრთხის შემცველი.

„სახალხო დამცველის აპარატს აქვს შენობის მწვავე საჭიროება. ის არის ავარიული. ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის იქ საქმიანობა საფრთხის შემცველია“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.