ნინო ლომჯარია - შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში წინააღმდეგობებია, წინადადება გვაქვს გარკვეული გარემოებები დაზუსტდეს
ნინო ლომჯარია - შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში წინააღმდეგობებია, წინადადება გვაქვს გარკვეული გარემოებები დაზუსტდეს

შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში წინააღმდეგობებია, წინადადება გვაქვს გარკვეული გარემოებები დაზუსტდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მისმა აპარატმა გამოძიებას რეკომენდაცია მისცა, დამატებით განახორციელონ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება.

„ჩვენ უკვე წარვუდგინეთ პროკურატურას წინადადება საქმის 24 ტომის მასალების შესწავლის შემდგომ. ამ წინადადებებში ვსაუბრობთ ხარვეზებზე, რაც დავინახეთ გამოძიების მიმართულებით, ასევე ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებზე, მაგრამ რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ჩაუტარებელ მოქმედებებს, არ ვიცით. ასევე, ვაძლევთ რეკომენდაციას, დამატებით განახორციელონ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. არსებობს წინააღმდეგობები ჩვენებებში და გვაქვს წინადადება დაზუსტდეს გარკვეული გარემოებები. ვაგრძელებთ შესწავლას და შემდგომ, შუალედურ რეკომენდაციებს გამოვცემთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.