ნინო ლომჯარია - შაქარაშვილის საქმეზე, რამდენად შეასრულა გამოძიებამ ჩვენი რეკომენდაციები, უახლოეს პერიოდში შევაფასებთ
ნინო ლომჯარია - შაქარაშვილის საქმეზე, რამდენად შეასრულა გამოძიებამ ჩვენი რეკომენდაციები, უახლოეს პერიოდში შევაფასებთ

უახლოეს პერიოდში დავიწყებთ შეფასებას, რამდენად შეასრულა გამოძიებამ ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოკლული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, პროკურატურას და შსს-ს შაქარაშვილის საქმეზე პირველი შუალედური რეკომენდაციები უკვე წარდგენილი აქვს.

„ჩვენ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასა და შსს-ს უკვე წარვუდგინეთ პირველი შუალედური რეკომენდაციები გამოძიების მიმდინარეობასთან მიმართებით. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ შეფასებას, რამდენად შეასრულა გამოძიებამ ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა გარკვეული პირების დამატებით გამოკვლევას, გამოკითხვას ან გარკვეული გარემოებების დაზუსტება, გადამოწმებას, რაზეც ყურადღება გამოძიებას არ მიუქცევია. ჩვენ ვესწრებით ყველა სასამართლო პროცესს და გავაგრძელებთ დაკვირვებას სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.